Loading data...
თურქეთში შვედი ჟურნალისტი საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს

შვედი ჟურნალისტი თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც ის საპროტესტო აქციების გასაშუქებლად მივიდა.

როგორც მედია წერს, კაი იოაკიმ მედინი გაზეთ Dagens ETC-ის კორესპონდენტია და ის აქციაზე მივიდა, რათა გაეშუქებინა საპტოტესტო აქციები, რომელიც სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრებას მოჰყვა. 

თურქეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფისა და „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვისაა“ დაკავებული.

მედინი დააკავეს სტამბოლში 2023 წლის იანვარში სტოკჰოლმში გამართული აქციის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც ქალაქის მერიის წინ ჩამოკიდეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მსგავსი მანეკენი.

Dagens ETC იტყობინება, რომ ისინი ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მედინთან დაკავშირებას. მთავარმა რედაქტორმა ანდრეას გუსტავსონმა შვედურ მედიას განუცხადა, რომ მედინს უკანონო არაფერი გაუკეთებია და მისი დაკავება, როგორც ჩანს, სასჯელი იყო მისი ჟურნალისტური მუშაობისთვის.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცრუ და აბსურდული ბრალდებები. იოაკიმე უბრალოდ ჟურნალისტია“, - აცხადებს ის.