თურქეთში საპროტესტო აქციებში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ათიათასობით მომხრე საპროტესტო აქციებზე გამოვიდა. ისინი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადადგომას მოითხოვდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
აქცია სასამართლო სხდომის წინ იმართება, სადაც 2023 წლის ნოემბერში „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ყრილობის შედეგების გაუქმების საკითხი უნდა იყოს განხილული. ყრილობაზე პარტიის ლიდერად ოზგიურ ოზელი აირჩიეს. თუ სასამართლო ყრილობის შედეგებს გააუქმებს, ოზელი შეიძლება თანამდებობას ჩამოაშორონ, რამაც თურქეთის 2028 წლისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ვადებზე შეიძლება იმოქმედოს და თურქეთის ძირითად ოპოზიციურ პარტიაში საკადრო ცვლილებები გამოიწვიოს.
ბოლო თვეებში თურქეთის კორუფციის ბრალდებით „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ 500-მდე წევრი დააკავეს. მიმდინარე წლის მარტში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს, რომელიც ოპოზიციამ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დაასახელა. ამის შემდეგ თურქეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.