Loading data...
თურქეთში სამი ოპოზიციონერი მერი დააკავეს

თურქეთის სამხრეთ ნაწილში სამი ქალაქის ოპოზიციონერი მერები დააკავეს. ამის შესახებ arabnews.com იუწყება.

დაკავებულები არიან ანტალიის მერი მუხითინ ბოჩეკი, ასევე, ადიამანის მერი აბდურაჰმან ტუტდერე და ადანის მუნიციპალიტეტის მერი ზეიდან კარალარი.

ადიამანის და ადანის მერები ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრები არიან.

ანტალიის მერი კიდევ ორ პირთან ერთად იყო დაკავებული. სამართალდამცველების ცნობით, ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

საერთო ჯამში, თურქეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების ფარგლებში, კორუფციაში ეჭვმიტანილი 10 პირი იყო დაკავებული. ისინი, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში წევრობასა და თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები.

ბოლო რამდენიმე თვეში თურქეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ათობით ოპოზიციონერი ჩინოვნიკი იყო დაკავებული. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ, რომელიც უკვე 4 თვეა ციხეში იმყოფება. ასევე დაკავებულია თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქის, იზმირის ყოფილი მერი, ტუნჩ სოიერი.