1767084186
უცხოეთი
თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში 110 პირი დააკავეს - Reuters
სტამბოლის მთავარი პროკურატურის ცნობით, თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 110 პირი დააკავა.
მედიის ცნობით, თურქეთმა ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში სროლის შედეგად სამი პოლიციელი და ექვსი მებრძოლი მოკლეს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ქალაქ იალოვაში 110 პირი რვასაათიანი ალყის შემდეგ დააკავა.
როგორც Reuters წერს, თურქეთმა წელს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციები გააძლიერა.