Loading data...
თურქეთში ავტომობილი არხში გადავარდა - დაიღუპა სამი ბავშვი, კიდევ ერთ პირს ეძებენ

თურქეთში, შანლიურფას პროვინციის ჰარანის რაიონში, სარწყავ არხში მანქანა გადავარდა.

თურქული მედიის ცნობით, სარწყავ არხში გადავარდნილ მანქანაში სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს, მძღოლის სამძებრო სამუშაო გრძელდება.

არსებული ცნობით, მძღოლმა თოვლისა და ლიპყინულის გამო ავტომობილის გაკონტროლება ვერ შეძლო და არხში გადავარდა. ავტომობილიდან თავია დაღწევა ორმა ადამიანმა შეძლო, თუმცა ერთი ზრდასრული და სამი ბავშვი მანქანაში ჩარჩნენ.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო და საპოლიციო ბრიგადები იყო მობილიზებული. სპეციალური ტექნიკის დახმარებით ავტომობილი არხიდან ამოიღეს, თუმცა მძღოლის პოვნა ვერ მოხერხდა.