Loading data...
თურქეთმა უკრაინისა და რუსეთის ელჩები შავ ზღვაში „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე თავდასხმების გამო დაიბარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინისა და რუსეთის საელჩოების წარმომადგენლები დაიბარა, რათა შეშფოთება გამოეხატა შავ ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე თავდასხმების სერიის გამო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბერის ეკინჯიმ განაცხადა, იუწყება Reuters-ი. 

„ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომში ძალიან სერიოზული ესკალაციის მომსწრენი ვართ, რაც საპასუხო თავდასხმებით ხასიათდება. და ბოლოს, გარკვეული თავდასხმები შავ ზღვაში, ჩვენი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ფარგლებშიც განხორციელდა.

გუშინ და დღეს ჩვენ დავიბარეთ რუსეთის საქმეთა დროებით რწმუნებული და უკრაინის ელჩი, რათა გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება“, - განუცხადა ეკინჯიმ თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს.