Loading data...
თურქეთმა ისრაელთან ვაჭრობა შეწყვიტა და მისი აღდგენის პირობები დაასახელა - Reuters

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ განაახლებს ვაჭრობას ისრაელთან, სანამ ცეცხლის შეწყვეტა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სტაბილური ნაკადი არ მოხდება, - წერს Reuters.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის „უკომპრომისო პოზიციამ“ და სიტუაციის გაუარესებამ რაფაში აიძულა ანკარა შეეწყვიტა ყველა ექსპორტი და იმპორტი.

თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ასეთი ქმედება.

ისრაელ კაცის თქმით, ერდოღანი ასეთი ქმედებებით არღვევს საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს და აღნიშნა, რომ ასე იქცევა „დიქტატორი“.

ამასთან, „ჰამასის“ ტერორისტები მიესალმნენ მსგავს გადაწყვეტილებას და აღნიშნეს, რომ იგი მხარს უჭერს პალესტინელების უფლებებს.

ერდოღანმა, ასევე, დაარწმუნა თურქი ბიზნესმენები, რომ ანკარა გაუმკლავდება ამ გადაწყვეტილების გამო წარმოქმნილ პრობლემებს.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მაგალითი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც „უკმაყოფილო არიან არსებული სიტუაციით“.

„ჩვენ არ ვცდილობთ მტრობას ან ბრძოლას ჩვენი რეგიონის არცერთ ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი: ვაიძულოთ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს უკონტროლო შეწყვიტოს ცეცხლი“, - აღნიშნა მან.

იმავდროულად, ოთხმა თურქმა ექსპორტიორმა როიტერს განუცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო და აიძულა ეძიათ გზები ისრაელში საქონლის მესამე ქვეყნების მეშვეობით გაგზავნისთვის.