Loading data...
თურქეთმა ამერიკელი LGBTQ+ ტურისტებისთვის განკუთვნილ საკრუიზო გემს პორტებში შესვლა აუკრძალა

თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკელი LGBTQ+ ტურისტებისთვის განკუთვნილ საკრუიზო გემს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა „მორალური სტანდარტები“ და „ოჯახური ღირებულებები“ დაასახელეს. წერს CNN.

საკრუიზო ტური „ათენიდან ვენეციამდე“, რომელიც 5 ივლისს საბერძნეთიდან იწყება, თავდაპირველი მარშრუტით თურქეთის საპორტო ქალაქ ქუშადასიში უნდა შესულიყო, შემდეგ კი სტამბოლში გაეგრძელებინა გზა. ტურს კომპანია Atlantis Events ორგანიზებას უწევს.

თურქეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვიზიტი გააუქმა, რადგან გემი დაქირავებული იყო ჯგუფების მიერ, რომლებიც, მათი თქმით, „ცნობილნი არიან ისეთი ქცევით, რომელიც შეუთავსებელია ჩვენი საზოგადოების საფუძვლებსა და მორალურ ღირებულებებთან“.

ხომალდზე, სახელწოდებით Scarlet Lady სულ 1 900-მდე მგზავრია, მათგან დაახლოებით 1 100 არის აშშ-ის მოქალაქე, დანარჩენები კი, არიან დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

Atlantis Events-ის განცხადებით, თურქეთის ნაცვლად გემი კაიროში, ეგვიპტესა და საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე გაჩერდება.

თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლში Pride-ის მსვლელობები 2015 წლიდან უსაფრთხოების მიზეზების მოტივით აკრძალა.

Atlantis Events-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩ კემპბელმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება „შოკის მომგვრელია“ და აღნიშნა, რომ აკრძალვის მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ გემზე LGBTQ+ ჯგუფი იმყოფებოდა.

მისი თქმით, 36-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას პორტში შესვლაზე უარი მგზავრების იდენტობის გამო უთხრეს.

მისი თქმით, 36-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას პორტში შესვლაზე უარი მგზავრების იდენტობის გამო უთხრეს.

კემპბელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Atlantis Events პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის და მათი მიზანი მხოლოდ მოგზაურობა, ექსკურსიებზე დასწრება და ადგილობრივი კულტურისადმი მაქსიმალური პატივისცემის გამოხატვაა.