Loading data...
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ. აღნიშნულის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. 

მათივე ცნობით, დაღუპულებს სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ დაკრძალავენ.

„ვაგრძელებთ ძალისხმევას შედეგის რაც შეიძლება მალე მისაღებად. მადლობას ვუხდით საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს ოპერატიული რეაქციისა და ყველა რესურსის მობილიზებისთვის ჩამოვარდნის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, თვითმფრინავს გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა და მოწყობილობა თვითმფრინავების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.

„საბრძოლო მასალები ბორტზე არ ყოფილა“, - აღნიშნულია განცხადებაში.