1765825823
უცხოეთი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შავი ზღვის თავზე დრონი ჩამოაგდეს
თურქეთის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც შავი ზღვის თავზე ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი თურქეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა და მისი აღმოჩენა რუტინული პროცედურების ფარგლებში მოხდა.
დრონი F-16 გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.
თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დრონი უსაფრთხო ზონაში, დასახლებული პუნქტების გარეთ ჩამოაგდეს.
„დადგინდა, რომ საჰაერო კვალი დრონს ეკუთვნოდა, რომელიც უმართავი იყო. ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დრონი დასახლებულ პუნქტებს მიღმა, უსაფრთხო ადგილას ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.