თურქეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ ანკარის აეროპორტიდან გაფრენისთანავე, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ანკარის აეროპორტიდან გაფრენისთანავე, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა.
იერლიკაიას თქმით, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავი ანკარას აეროპორტიდან ადგილობრივი დროის 08:10 საათზე აფრინდა, კავშირი კი 08:52 საათზე შეწყდა.
იერლიკაიამ აღნიშნა, რომ ბორტზე ხუთი მგზავრი იმყოფება, მათ შორის ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი.
„ხელისუფლებამ თვითმფრინავის ადგილსამყოფლის დასადგენად სამუშაოები დაიწყო და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა იერლიკაიამ.
✈️ Plane wreckage is spotted in the Haymana area after contact is lost with a Libya-bound Falcon 50 jet
— Anadolu English (@anadoluagency) December 23, 2025
📍 The aircraft loses communication shortly after departing Türkiye’s Ankara Esenboga Airport and sends an emergency landing signal near Haymana, Interior Minister Ali… pic.twitter.com/aobY1uZq2r