თურქეთის საგარეო უწყება: ჩორნომორსკის პორტზე შეტევა ადასტურებს გამოთქმულ შეშფოთებას, რომ რეგიონში მიმდინარე ომი ვრცელდება შავ ზღვაზე, საფრთხეს უქმნის საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა თურქული კომპანიის გემზე თავდასხმის შემდეგ, რომელიც უკრაინის ჩერნომორსკის პორტში დაზიანდა.
როგორც თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ჩორნომორსკის პორტზე დღეს განხორციელებული შეტევა ადასტურებს აქამდე გამოთქმულ შეშფოთებას, რომ რეგიონში მიმდინარე ომი ვრცელდება შავ ზღვაზე, ასევე საფრთხეს უქმნის საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად თურქეთის მოქალაქეები არ დაშავებულან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოდესაში თურქეთის გენერალური საკონსულო ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და თურქეთის მოქალაქეებს აუცილებელ მხარდაჭერას უწევს.
„ამ კონტექსტში ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის სწრაფი შეწყვეტის მნიშვნელობას. საჭიროა შეთანხმება, რომელიც მიმართული იქნება შავ ზღვაზე ესკალაციის თავიდან აცილებაზე, შეაჩერებს შეტევებს ენერგოობიექტებსა და პორტებზე შავ ზღვაზე, რადგან ეს საშიშროებას ქმნის გემებისთვის“, - ნათქვამია თურქეთის სამინისტროს განცხადებაში.