1772641873
უცხოეთი
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს
ირანის ელჩი მოჰამედ ჰასან ჰაბიბოლაზადე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის შესახებ, რომელიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის გამო ირანის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ შესაბამისი უწყებები აკვირდებიან სიტუაციას და სრული კოორდინაციით მოქმედებენ.
დურანის თქმით, თურქეთი რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად და სტაბილურობის განსამტკიცებლად დიპლომატიურ ძალისხმევას აგრძელებს.