Loading data...
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანისა და უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის დიდ ბრიტანეთს ეწვევა - Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომებზე მოლაპარაკებებისთვის ამ კვირაში ლონდონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, წერს Reuters-ი თურქი დიპლომატიური წყაროს განცხადებაზე დაყრდნობით.

წყაროს თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ფიდანი ასევე განიხილავს ნატოს მოკავშირეებს შორის თანამშრომლობას.

ფიდანის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 30-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო დამგეგმავები 22 აპრილიდან ლონდონში ორდღიან მოლაპარაკებებს გამართავენ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მისიის წინსვლისთვის. 

წყაროს ცნობით, ორდღიანი ვიზიტის დროს ფიდანი კვლავ ხაზს გაუსვამს თურქეთის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში, მას შემდეგ, რაც კიევმა განაცხადა, რომ თურქეთს კონფლიქტის მხარეების ლიდერების დონეზე შეხვედრის მასპინძლობა სთხოვა. 

წყაროს თქმითვე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანულ მხარეს ასევე გადასცემს ანკარის მოთხოვნას დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასრულების შესახებ და ხაზს გაუსვამს მოკავშირეებს შორის თავდაცვის ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.