Loading data...
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სტამბოლში, აია-სოფიას ტაძრის დაწვის მცდელობა აღკვეთეს

სტამბოლში, აია-სოფიას ტაძარში (ამჟამად მეჩეთი) ცეცხლის გაჩენის ბრალდებით კაცი დააკავეს.  ამის შესახებ Hurriyet daily news-ი იტყობინება. 

„ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კაცმა, მეჩეთში, რამდენიმე ამბიონის უკან სვეტთან ახლოს დადებულ წიგნს ცეცხლი წაუკიდა“, - ნათქვამია სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

წიგნი ბიბლია აღმოჩნდა და სწორედ მისგან გაუჩნდა ხალიჩას ცეცხლი. 

დაცვის თანამშრომლებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს და ადგილზე რეაგირება მოახდინეს. 

მეჩეთის მახლობლად პოლიციის თანამშრომლებმა 42 წლის კაცი დააკავეს. 

შეგახსენებთ, აია-სოფია 2020 წლის ივლისში მეჩეთად გადაკეთდა. 

ტაძარი წარმოადგენს ბიზანტიური „ოქროს საუკუნის“ სიმბოლოს. სწორედ იმ პერიოდში იყო ბიზანტია განვითარების უმაღლეს წერტილზე. ბიზანტიის იმპერიის ხანაში აია-სოფია საიმპერატორო სასახლის გვერდით აიგო, კონსტანტინოპოლის ცენტრალურ ნაწილში.

მისი მშენებლობა ბიზანტიის დიდი იმპერატორის კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება.