Loading data...
თურქეთის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერებზე თავდასხმა იმაზე მიუთითებს, რომ ისრაელი არ არის დაინტერესებული მშვიდობით

თურქეთი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ კატარში „ჰამასის“ ლიდერებზე განხორციელებული დარტყმა აჩვენებს, რომ ისრაელი მშვიდობით არ არის დაინტერესებული.

„ჰამასის“ მოლაპარაკებათა დელეგაციის მიზანში ამოღება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას აჩვენებს, რომ ისრაელის მიზანი მშვიდობის მიღწევა კი არა, ომის გაგრძელებაა. ეს სიტუაცია ნათელი დასტურია იმისა, რომ ისრაელმა რეგიონში ექსპანსიონისტური პოლიტიკა და ტერორიზმი სახელმწიფო პოლიტიკად აირჩია“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელმა კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.