Loading data...
თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისძვრა მოხდა

13 მარტის ღამეს თურქეთის ჩრდილოეთით, ტოკატის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyet Daily News-ი ავრცელებს. 

ბიძგები გამთენიას, ადგილობრივი დროით 03:35 საათზე დაფიქსირდა და იგრძნობოდა შავი ზღვის სანაპიროზე ნიკსარის, სამსუნის, სივასის, ასევე, ამასიასა და ორდუს ქალაქების რაიონებში.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 6.37 კმ სიღრმეზე მოხდა. ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიადგა.