Loading data...
თურქეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანმა მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა განახორციელა

თურქეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანმა მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა განახორციელა.

„ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმა არ განხორციელებულა. პოსტები, რომლებიც თურქეთის რეგიონულ კონფლიქტებში მონაწილე მხარედ წარმოჩენას ისახავს მიზნად, დეზინფორმაციის აშკარა აქტს წარმოადგენს“, - აცხადებს თურქეთი. 

ცნობისთვის, ინჯირლიკის ბაზაზე აშშ-ს 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ნატოს სხვა ქვეყნებს კი უფრო მცირე კონტინგენტი ჰყავთ.