1775335104
უცხოეთი
თურქეთი მზადაა, უმასპინძლოს უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უმასპინძლოს უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს.
კერძოდ, 4 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც ის თურქეთის სახელმწიფოს მეთაურს შეხვდა. შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ერდოღანს ამერიკულ გუნდთან კონტაქტების დეტალები გააცნო.
თავის მხრივ, ერდოღანმა დაარწმუნა, რომ თურქეთი „მზადაა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინისთვის საიმედო მშვიდობის მიღწევაში“ და ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე, დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უმასპინძლოს უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს“, - აცხადებს ერდოღანი.