Loading data...
თურქეთი „ჰამასის“ გვერდით დგას, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს „ჰამასის“ გვერდში დგომას, რომელიც იბრძვის საკუთარი მიწის დამოუკიდებლობისთვის.

„არ იფიქროთ, რომ ისრაელი ღაზაში გაჩერდება. თუ არ შეჩერდა, ეს გაიძვერა და ტერორისტული სახელმწიფო ადრე თუ გვიან მზერას ანატოლიას მიმართავს აღთქმული მიწის ილუზიებით“, - აცხადებს ერდოღანი. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და გენოციდის თანამონაწილეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან დაღვრილი სისხლის ყოველი წვეთის გამო. 

„ნაკბას, კატასტროფის დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მთელი ჩვენი არსებითა და რესურსებით, რომ გვერდში ვუდგავართ პალესტინას და პალესტინის საქმეს“, - დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.