Loading data...
ტულსი გაბარდის მტკიცებით, ისრაელისა და აშშ-ის გეგმები ირანთან დაკავშირებით განსხვავებულია

„აშშ-სა და ისრაელს ირანთან ომში სხვადასხვა მიზნები აქვთ“, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა განაცხადა.

„პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნები განსხვავდება ისრაელის მთავრობის მიერ დასახული მიზნებისგან. ოპერაციებიდან ჩანს, რომ ისრაელის მთავრობა ირანის ხელმძღვანელობის განადგურებაზეა ორიენტირებული.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მიზნებია ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესაძლებლობების, ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობებისა და საზღვაო ძალების განადგურება“, – აღნიშნა გაბარდმა.