1781504913
უცხოეთი
ტულის მახლობლად უკრაინული დრონების იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
უკრაინულმა დრონებმა 14-15 ივნისს, ღამით, რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში განახორციელეს. შეტევები, კერძოდ, ტულის ოლქზე და ქალაქ რეუტოვზე განხორციელდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ტულის ოლქის გუბერნატორის, დიმიტრი მილიაევის ცნობით, შეტევები საცხოვრებელ სახლებზე განხორციელდა. დაიღუპა სამი ადამიანი, კიდევ სამი დაშავდა. დაზიანებულია კერძო სახლები და კომერციული ობიექტები.
ქალაქ რეუტოვში იერიშები სამრეწველო ზონაზე განხორციელდა, უპილოტო საფრენი აპარატი „მირიტალის“ საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელიც სამხედრო ქარხნიდან დაახლოებით 700 მეტრშია განლაგებული.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, ღამით რეგიონზე დრონების იერიში 4-ჯერ იყო მოგერიებული.