Loading data...
თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ დადგება უკრაინის დასასრული - სლოვენიის პრეზიდენტი

უკრაინაში ომი მიმდინარეობს და თუ უკრაინის სახელმწიფო შეწყვეტს ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ის დასრულდება, მაგრამ ეს იქნება მსოფლიოში კანონის უზენაესობის დასასრულიც, - ამის შესახებ სლოვენიის პრეზიდენტმა ნატაშა პირც-მუსარმა გლობალური მშვიდობის სამიტზე უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა.

„თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ომი შეწყდება და თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ დადგება უკრაინის დასასრული. მაგრამ ეს, ასევე, იქნება კანონის უზენაესობის დასასრული“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, სამიტზე დიდი რაოდენობით ქვეყნების ლიდერების ყოფნა ცხადყოფს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მომხრეა რუსეთის აგრესიის დასასრულის.

მისი თქმით, რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრს, უნდა ეფიქრა მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ მთელ პლანეტაზე.

„რუსეთი ემორჩილება ამას? არა“, - ხაზგასმით აღნიშნა სლოვენიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის იბრძვის მთელი პლანეტისთვის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისთვის.