Loading data...
„თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე ცოცხალი მივიდეს, უმჯობესია, გაჩუმდეს“ - ზელენსკის მთავარი მრჩეველი ბელარუსის ლიდერზე

„თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე ცოცხალი მივიდეს, უმჯობესია, გაჩუმდეს“, - ასე მიმართა ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ალექსანდრ ლუკაშენკოს და მოუწოდა, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და გაჩუმდეს. აღნიშნულის შესახებ მან „Зеркало“-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

პოდოლიაკის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბოლოდროინდელ განცხადებები უკრაინის მისამართით წმინდა პროპაგანდაა. თუმცა, თუ ბელარუსი კვლავ დაუშვებს რაკეტების ან დრონების გაშვებას მისი ტერიტორიიდან, კიევი მას საომარი მოქმედებების აქტიურ მონაწილედ ჩათვლის.

პოდოლიაკის განცხადებით, ბელარუსის საზოგადოება რუსულ საზოგადოებას არ ჰგავს და ის ომს მხარს არ უჭერს. შესაბამისად, ზელენსკის მრჩეველი ლუკაშენკოს ურჩევს კარგად აწონოს ყველა „შიდა რისკი და პირადი შედეგები“, სანამ ესკალაციაზე წავა.

მან აღნიშნა, რომ მინსკისთვის შედეგები იგივე იქნება, რაც რუსეთის ფედერაციისთვის. უკრაინას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, ბელორუსის ტერიტორიაზე ნებისმიერ მნიშვნელოვან სამიზნეზე თავდასხმა.

„მაშინ ნახევრად ცარიელი ავტომატით, უფრო სწორად კი, მჭიდის გარეშე „კალაშნიკოვით“ სირბილი უბრალოდ ბავშვურ თამაშად მოგვეჩვენება.

როგორც ფრთხილ ადამიანს, რომელსაც სურს პენსიამდე მიაღწიოს, უზრუნველყოს ხელისუფლების გადაცემა და შექმნას დინასტია (ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სარკაზმით ვამბობ), მისთვის დღეს უმჯობესი იქნებოდა უბრალოდ გაჩუმდეს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.