თუ ირანი პაკისტანის დედაქალაქში შემდგომ მოლაპარაკებებს დათანხმდება, აშშ-ის დელეგაციას ისევ ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს - The Guardian
პაკისტანში აშშ-ის დელეგაციას ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს. ვიცე-პრეზიდენტი ისლამაბადს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან ერთად ეწვევა იმ შემთხვევაში, თუ ირანი ახალ რაუნდს დათანხმდება. ინფორმაციას The Guardian გვაწვდის. მედია ხაზს უსვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვადა იწურება და მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
აშშ-ის დიპლომატიური დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქში, სავარაუდოდ, დღეს, 21 აპრილს უნდა გაემგზავროს. აღსანიშნავია, რომ ირანის პრეზიდენტი ამერიკის მიმართ, კვლავ, უნდობლობას იჩენს და პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის თქმით, „თეირანი შეშფოთებულია აშშ-ის მოქმედი ოფიციალური პირების მიერ გადადგმული არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი ნაბიჯებით“.
იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შედგა, ირანის წარმომადგენელი, კვლავ, პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი იქნება.