Loading data...
„თუ დაბრუნება დაგვჭირდება, კიდევ უფრო დიდი ძალით დავბრუნდებით“ - ისრაელ კაცი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან ირანში სამხედრო ოპერაციის განახლებისთვის.

მფრინავთა გამოშვების ცერემონიაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ სამხედრო ძალები მზად არიან „კვლავ მოიპოვონ საჰაერო უპირატესობა და განახორციელონ დარტყმები ირანის ტერიტორიაზე არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად, საჭიროების შემთხვევაში, უკვე მესამედაც“

„თუ დაბრუნება დაგვჭირდება, კიდევ უფრო დიდი ძალით დავბრუნდებით“, - დასძენს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.