1745303396
უცხოეთი
ცნობილი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია წერეთლის თანაშემწეზე, სერგეი შაგულაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, წერეთლის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი იყო.