Loading data...
ცნობილი ბრიტანელი მომღერალი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და გიტარისტი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „სქაინიუსი“ ავრცელებს. 

„მშვიდად გარდაიცვალა საავადმყოფოში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ“, - აღნიშნულია კრის რის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით „Whatever Happened to Benny Santini?“, 1978 წელს გამოვიდა, ხოლო ალბომის სიმღერა Fool (If You Think It's Over) გრემის ჯილდოზეც იყო ნომინირებული.