Loading data...
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და „დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა. ინფორმაციას Nexta ავრცელებს. 

ნავთობმაგნატის ჯონ დ. როკფელერის შვილთაშვილი 89 წლის ასაკში ვაშინგტონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

როკფელერ IV დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, მოგვიანებით კი 30 წლის განმავლობაში წარმოადგენდა შტატს აშშ-ის სენატში. იგი ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა.