წლის დასაწყისიდან უკვე მეორედ, ბერლინში ელექტროენერგია გაითიშა - Spiegel
ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი მასშტაბური გათიშვიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ქალაქში ელექტროენერგიის კიდევ ერთი მასშტაბური გათიშვა მოხდა. ამის შესახებ Spiegel-ი იტყობინება.
ელექტროენერგია რამდენიმე რაიონში 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე გაითიშა და 1314 მოსახლეს შეეხო.
როგორც გერმანული მედია იტყობინება, ელექტროენერგიის სრულად აღდგენა დაახლოებით 23:35 საათზე დაიწყო. გათიშვის მიზეზი უცნობია.
„ბლექაუთის“ დროს პოლიციამ გააძლიერა პატრულირება ტერიტორიაზე, რათა უზრუნველყოფილიყო მოსახლეობის უსაფრთხოება და დროულად მოეხდინა რეაგირება ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეზე.
ინფორმაციისთვის, 2026 წლის იანვარში, ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რაც სავარაუდოდ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განზრახ ცეცხლის გაჩენით იყო გამოწვეული.
ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და გათიშვა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.