Loading data...
ცხრა ქვეყანამ თაღლითების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა

9 ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა თაღლითობის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მასშტაბური საერთაშორისო სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ოპერაციის დროს პოლიციამ ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ჩხრეკები ჩაატარა. საერთო ჯამში დამნაშავეები 193 ქვეყნის წარმომადგენლის საბანკო ბარათებს იყენებდნენ. მათ ყალბი საიტების გამოყენებით 19 მლნ ხელმოწერა გააფორმეს, და ამით თითქოს ონლაინ-მომსახურებას სთავაზობდნენ.

თაღლითებმა უკანონოდ წვდომა მოიპოვეს გერმანიის ოთხ მსხვილ საგადამხდელო სერვისზე და მათი გამოყენებით გადახდებს აწარმოებდნენ.

ჩხრეკა ჩატარდა გერმანიის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, სინგაპურის, ესპანეთის, აშშ-ის და კვიპროსის სხვადასხვა ობიექტზე. დაკავებულია რამდენიმე პირი, ფაქტობრივმა ზარალმა ასობით მილიონი ევრო შეადგინა.