Loading data...
წყაროების ცნობით, უმეროვი და გნატოვი ტრამპის გუნდთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ

უკრაინის დელეგაცია დღეს, 5 დეკემბერს, კვლავ შეხვდება ამერიკელ ოფიციალურ პირებს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებსა და DW-ის კორესპონდენტ მიხაილ კომადოვსკის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება. 

RBC-Ukraine-ის წყაროების ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი მაიამიში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს და აშშ-ის პრეზიდენტის სიძეს ჯარედ კუშნერს შეხვდებიან.

შესაბამის ინფორმაციას DW-ის კორესპონდენტიც ადასტურებს.

„გუშინ ღამით გამართული კონსტრუქციული დისკუსიების შემდეგ დელეგაცია დღეს მაიამიში მუშაობას განაახლებს. პრეზიდენტი განიხილავს მათ ანგარიშს და გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს“, - განუცხადა კომადოვსკის უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურად.