1726319721
უცხოეთი
წყალდიდობა პოლონეთსა და ჩეხეთში - ევაკუირებულია 400-მდე მცხოვრები
ჩეხეთსა და მეზობელ პოლონეთში წყალდიდობაა.
მედიის ცნობით, წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, წვიმა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ორივე ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების ძალები უამინდობისთვის პარასკევიდან ემზადებიან.
ჩეხეთში ძლიერმა წვიმამ მდინარე ელბაში წყლის დონის აწევა გამოიწვია. სოფელი მიკულოვიცე პოლონეთის საზღვართან გამთენიისას დაიტბორა.
მეტეოროლოგების თქმით, შაბათ-კვირას ჩეხეთის რესპუბლიკის მდინარეებში წყლის დონის მატება გაგრძელდება.
ჩეხეთის ქალაქ მიკულოვიცესთან მდებარე სოფლიდან 400-მდე მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ტომაშ სიმონიაკი იმყოფებოდა. მისი თქმით, სოფელში 100-მდე მაშველი და 60 პოლიციელი გაგზავნეს.
პოლონეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტი წვიმების გაგრძელებას ვარაუდობს.