წყალდიდობა ესპანეთში - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაკარგულად მიიჩნევა
ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში წყალდიდობაა.
როგორც Reuters-ი იტყობინება, 28 დეკემბრის საღამოს, ადიდებულმა მდინარეებმა ავტომობილები და მოტოციკლები წაიღო, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაკარგულად მიიჩნევა.
ხელისუფლებამ სტიქიის ზონებში ნარინჯისფერი განგაშის დონე გამოაცხადა.
ინფორმაციისთვის, ვალენსიაში, გასული წლის ოქტომბერში წყალდიდობამ 220-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიარდობით ევროს ოდენობის ზარალი გამოიწვია.
ხელისუფლებამ მოქალაქეების მაღალმთიან რეგიონებში სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
⚠️🛑 El Riu Magre comença a créixer i eixir-se'n de mare en certs llocs al seu pas per Real (Ribera Alta, València). Moltíssima precaució aigües avall. ⛈️. @avamet @AEMET_CValencia @apuntoratge @Valencia_WX @Tiempo_Valencia @Stormyalert pic.twitter.com/7f1GSaYzYI
— Marc Chermés (@MarcChermes) December 28, 2025