1777754269
უცხოეთი
წყალდიდობა ბრაზილიაში - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. წერს „როიტერი“.
მედიის ინფორმაციით, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.
პერნამბუკოში ძლიერი ნალექის გამო წყალდიდობა და მეწყერი დაფიქსირდა შტატის დედაქალაქ რესიფესა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
ოფიციალური მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა რესიფეში, ორი კი ახლომდებარე ქალაქ ოლინდაში, ხოლო დაახლოებით 1 500 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. პარაიბაში დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო სტიქიის შედეგად დაახლოებით 1 800 ადამიანი დაზარალდა.
ბრაზილიის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში საგანგებო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოცხადდა.