Loading data...
წყალდიდობა ბოსნია-ჰერცეგოვინაში - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, ათობით კი, დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მაშველები ამბობენ, რომ წყალდიდობის ზონაში რამდენიმე სოფელია, სადაც მისვლა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. 

ბოსნიური მედიის ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა ღამით ძლიერი წვიმის გამო შეჩერდა.

ბოსნიის ფეხბურთის ასოციაციამ წყალდიდობის გამო ყველა მატჩი გადადო.

ამასთან, ბოსნიის საარჩევნო კომისიამ დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი არჩევნების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.