Loading data...
წითელ ზღვაში კაბელების დაზიანებამ Microsoft Azure-ის მუშაობაში შეფერხება გამოიწვია

წითელ ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანების გამო, ღრუბლოვანი პლატფორმის, Microsoft Azure-ის მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ავარიის შედეგად დაზიანდა მონაცემთა ტრაფიკი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის გავლით ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.

კამპანია Microsoft-ში განაცხადეს, რომ ეს ტრაფიკი ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაამისამართეს, რამაც მისი მუშაობა შეანელა.

კაბელების დაზიანების მიზეზი არ დასახელებულა. Microsoft-ის ცნობით, მის აღდგენას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. წითელ ზღვაში კაბელების აღდგენა იემენელი ჰუსიტების რეგულარული შეტევების გამო გართულებულია. ეს კაბელი არის უმნიშვნელოვანესი ტელესაკომუნიკაციო მარშრუტი ევროპას, აზიასა და აფრიკას შორის.

Microsoft Azure ღრუბლოვანი მომსახურების ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელია მსოფლიოში. ის გამოიყენება გამოთვლებისთვის, ანალიტიკისა და მონაცემთა შენახვისთვის.