1780860234
უცხოეთი
ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველი თავდასხმა - ირანის მიერ გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა ისრაელმა გაანადგურა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის მიერ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ წარმატებით გაანადგურა.
თავდასხმის შედეგად დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული პირველი თავდასხმაა 8 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ.