Loading data...
ცეტრალური აზიის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა, დენი ნაწილობრივ არ მიეწოდებათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს

„ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა“, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დენი გაითიშა ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში.

ყაზახური მხარის ცნობით, ელექტროენერგია სრულად გაითიშა ქალაქ ალმატიშა და ალმატის ოლქის 10 რაიონში მას შემდეგ, რაც სამი ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა.

ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დედაქალაქი ბიშკეკი. ქვეყნის ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში მუშაობს.

ტაჯიკეთში დენის გარეშე დარჩენილია დედაქალაქი დუშანბე და ქალაქები ხუჯანდი, ვახდათი, ნურეკი, გისარი, შაჰრინავი და სხვა დასახლებები და რაიონები. მომხდარის ზუსტ მიზეზს ტაჯიკური მხარე ჯერ ვერ ასახელებს.

უზბეკეთში დენის გარეშეა დარჩენილი სურხანდარიის ოლქი. უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მეზობელ ქვეყანაში მომხდარმა ავარიამ ცენტრალური აზიის მთლიანი ენერგოსისტემის დაზიანება გამოიწვია.