1757437869
უცხოეთი
„წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას“ - პალესტინის ლიდერი გმობს „ისრაელის აგრესიას კატარის წინააღმდეგ“

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი გმობს „ისრაელის აგრესიას კატარის წინააღმდეგ“ მას შემდეგ, რაც ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერებზე თავდასხმა განახორციელა.
მისი ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი „წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას და ესკალაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ „გამოსავალი სამართლიან და ყოვლისმომცველ მშვიდობაშია“.
შეგახსენებთ, ისრაელმა კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.