„ტრამპს უკრაინის საკითხზე რუსეთის მიმართ მოთმინება ეწურება“ - ფინეთის პრეზიდენტი კრემლს მოუწოდებს, ტრამპს არ ეხუმროს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ლიდერ დონალდ ტრამპს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ მოთმინება ეწურება. ამის შესახებ სტუბმა The New York Times-თან (NYT) ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვნახეთ [ტრამპის] რამდენიმე საკმაოდ მკაცრი განცხადება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ, იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ხუმრობა არ შეიძლება,“ - აცხადებს სტუბი.
სტაბი მიიჩნევს, რომ პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, რადგან ერთადერთი, რაც მას ესმის, ეს ძალაა.
„მინდა ვთქვა, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც ფინეთს ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს და ეს მიზეზი შვედეთი არ არის,“ - დასძინა ფინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 28 აპრილს თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი სულ უფრო იმედგაცრუებული რჩება როგორც პუტინით, ასევე უკრაინის პრეზიდენტით.
მისი თქმით, კონფლიქტის დასასრულებლად ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდეს.