1753981174
უცხოეთი
ტრამპს სურს, 8 აგვისტომდე მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს დაასრულებს - Reuters

აშშ-მა ოფიციალურად გამოაცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ბოლო დღე. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იტყობინება, განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ჯონ კელიმ განაცხადა, რომ დადგა დრო, კიევმა და მოსკოვმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
„რუსეთიც და უკრაინაც უნდა დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტასა და ხანგრძლივ მშვიდობას. შეთანხმების მიღწევის დრო დადგა. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ეს 8 აგვისტომდე უნდა გაკეთდეს. შეერთებული შტატები მზადაა, მშვიდობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა ჯონ კელიმ.