Loading data...
„ტრამპს ჯერ კიდევ ბევრი კარტი აქვს სათამაშოდ“ - აშშ-ის ელჩი ნატოში

ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშესაწყობად არაერთი მექანიზმი აქვს.

დიპლომატის თქმით, აშშ ამჟამად იარაღსა და საბრძოლო მასალას აწვდის ნატოს ევროპელ მოკავშირეებს და კანადას, რომლებიც შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ.

მისი თქმით, ამ პროცესის გაძლიერება შესაძლებელია.

„პრეზიდენტ ტრამპს ჯერ კიდევ ბევრი კარტი აქვს სათამაშოდ. ცხადია, ჩვენ იარაღს ვაწვდით ნატოს, ამერიკულ იარაღს ვყიდით ჩვენს ნატოს მოკავშირეებზე, რომლებიც შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გაძლიერდეს და პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს“, - აღნიშნა უიტეკერმა.

მან დასძინა, რომ ტრამპს შეუძლია სხვა ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის ტარიფებისა და მეორადი სანქციების.

„თქვენ ნახეთ, რომ ინდოეთი უკმაყოფილოა მასზე დაწესებული შეზღუდვებით. ჩინეთი და ბრაზილია, რომლებიც, ასევე, ყიდულობენ რუსულ ნავთობს, მზად უნდა იყვნენ, თუ ისინი არ დაეხმარებიან მსოფლიოს ომის დასრულებაში. ასე რომ, პრეზიდენტ ტრამპს ბევრი კარტი აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა.