Loading data...
ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ პუტინს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება სურს - Bloomberg

ალასკაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინული ჯარების დონბასის მთელი ტერიტორიიდან გაყვანა მოითხოვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს განუცხადა, იუწყება Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ამავდროულად, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ახლა უკრაინას ეკუთვნის.

Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის კომენტარებმა ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც შიშობენ, რომ ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას განახორციელებს, რათა მან სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ტერიტორიები დათმოს.

„საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“, - განაცხადეს ევროპული ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკისთან და ტრამპთან საუბრის შემდეგ.

წყაროების ცნობით, ტრამპმა ლიდერებს ასევე განუცხადა, რომ მზად არის, წვლილი შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოებაში, თუ ამაში ნატო არ ჩაერთვება. მათივე თქმით, ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ პუტინი ამას დათანხმდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპელმა ლიდერებმა ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის აუცილებლობა დაადასტურეს.