Loading data...
ტრამპმა ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე პუტინთან მოლაპარაკებები არ გამორიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს, ვიდრე უკრაინაში ომის მოსაგვარებლად რუსეთისთვის დადგენილი „ვადა“ ამოიწურება. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

კერძოდ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იკითხა, გეგმავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე, რაზეც ტრამპმა ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა.

„ვნახოთ, რა მოხდება. ვგეგმავთ რამდენიმე შეხვედრის ჩატარებას და ვნახოთ, რა მოხდება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა კრემლს 10 დღე მისცა უკრაინის წინააღმდეგ ომის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად. თუ ეს 8 აგვისტომდე არ მოხდება, აშშ კრემლის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების და მეორადი ტარიფების დაწესებას გეგმავს.