ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.
„რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მხარეებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ვიმედოვნებთ, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების სიწმინდის პატივისცემაზე“, - განაცხადა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ამავდროულად, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ასეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება დაცული, შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. მან აღნიშნა, რომ ამ ომში ყოველ კვირას „ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი“ იღუპება და ყველას „უნდა სურდეს, რომ ეს შეწყდეს“.
„მე ეს მსურს და ამერიკის შეერთებული შტატებსაც ეს სურს. როგორც პრეზიდენტი, ევროპელებთან ერთად, რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ ერთგული დავრჩები და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობა! ამ ცეცხლის შეწყვეტამ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და მე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები, თუ ჩემი მომსახურება საჭირო გახდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.