1759840042
უცხოეთი
ტრამპმა ტიკტოკში ვიდეო ჩაწერა და განაცხადა, რომ მან ეს სოციალური ქსელი გადაარჩინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში, TikTok-ში პირველად ვიდეო ჩაწერა და განაცხადა, რომ მან ტიკტოკი გადაარჩინა. ამის შესახებ NexTa Live იუწყება.
„მე TikTok გადავარჩინე და ახლა თქვენ ჩემს წინაშე ვალში ხართ“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი ახლა TikTok-ში საკუთარ ექაუნთს აქტიურად არეკლამებს და ახალგაზრდული აუდიტორიის გულის მოგებას ცდილობს. ტრადიციულად, ადამიანთა ეს კატეგორია „დემოკრატიულ პარტიას“ უჭერს მხარს.
TikTok პოპულარული ჩინური სოციალური ქსელია, რომელიც მოკლე ხანგრძლივობის ვიდეოების გავრცელებით არის ცნობილი. ბოლო დროს აშშ-ში ამ ქსელის საქმიანობაზე და სტატუსზე სამთავრობო დონეზე, კომპანიის ჩართულობით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ TikTok-ის ამერიკული ვერსია შენარჩუნებული იქნება.