Loading data...
ტრამპმა შეიმუშავა უკრაინის ომის მშვიდობიანი დასრულების დეტალური გეგმა - The Telegaph

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის მშვიდობიანი დასრულების დეტალური გეგმა შეიმუშავა, თუმცა ის არჩევნებამდე არ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ The Telegaph-ი ტრამპთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

„არის გეგმა, მაგრამ ის არ აპირებს ამის განხილვას მედიისთვის, რადგან მაშინ თქვენ დაკარგავთ ყველა ბერკეტს“ - აღნიშნა წყარომ.

ამავდროულად, გამოცემის თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ტრამპი ყურადღებას გაამახვილებს მარტივ მესიჯზე, რომ ის დაასრულებს ომს, ცდილობს მიიზიდოს ამერიკელი ამომრჩევლები, რომლებსაც მშვიდობის იმედი აქვთ.

მე ვეცდები დავეხმარო უკრაინას, მაგრამ ევროპამაც უნდა დაეხმაროს და შეასრულოს თავისი საქმე“, - დასძინა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.