Loading data...
ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრა გამორიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მესამე ვადით პრეზიდენტობის კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა გამორიცხა. ამის შესახებ მან სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე, საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

ტრამპმა აღნიშნა, რომ მას „საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, რაც კი ოდესმე რომელიმე პრეზიდენტს წლების განმავლობაში ჰქონია“, თუმცა აშშ-ის კონსტიტუციაში ნათლად არის ნათქვამი, რომ მას არ შეუძლია, მესამე ვადით კენჭი იყაროს.

„და მე ვიტყოდი, რომ თუ წაიკითხავთ, საკმაოდ ნათელია. მე არ მაქვს კენჭისყრის უფლება. ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ჩვენ ბევრი შესანიშნავი ადამიანი გვყავს“, - დასძინა ტრამპმა.

კონსტიტუციის 22-ე შესწორება ადგენს, რომ არცერთი პირი არ შეიძლება აირჩეს პრეზიდენტად ორ ვადაზე მეტხანს.