ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ პირველი ბრძანებულება 2014 წელს გამოიცა. შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას აღმასრულებელი ბრძანებულება No13660, რომელიც 2014 წლის 6 მარტს გამოქვეყნდა, ითვალისწინებდა რიგი ფიზიკური პირების ქონების გაყინვას.
თავდაპირველად, სანქციები გამოიყენებოდა მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.
სანქციების სია შემდგომში რამდენჯერმე განახლდა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.
„რუსეთის მოქმედებები და პოლიტიკა, რომლებიც [აღნიშნულ წლებში გამოცემულ] აღმასრულებელ ბრძანებებშია ხაზგასმული, აგრძელებენ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო და არაორდინარული საფრთხის შექმნას. შესაბამისად, აღმასრულებელი ბრძანება 13660-ით გამოცხადებულ ეროვნულ საგანგებო სიტუაციას 1 წლით ვახანგრძლივებ“, - წერია აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.